среда, 8 апреля 2015 г.

მე-9 დღე

    დღეს მოვისმინეთ ტრენინგის მონაწილეთა  პრეზენტაციები.
    მაცაცო რეხვიაშვილმა წარმოადგინა პროექტი თემაზე  "ყველი". თემა იყო ძალიან საინტერესო და სასარგებლო, პრაქტიკაში გამოსაყენებელი და აქტუალური.კარგად აგვიხსნა განსხვავება ყველის სახეობებსა და დამზადების ხერხებს შორის.
    ნინო რევაზიშვილის საკვლევი თემა იყო "სვეტიცხოველის აგების ისტორია"მან ძალიან საინტერესო ფაქტები მოყვა სცეტიცხოვლის აგების ისტორიიდან.
    იზა ბერულავას თემა იყო " ბედი ქართლისა. საინტერესოდ წარმოაჩინა დებატები მოსწავლეთა შორის.
   რუსუდან ოძელაშვილის თემა იყო  " საგნების დამზადება" პროექტი გაზრდის მოსწავლეთა მოტივაციას რომ თვითონ შექმნან პროდუცია, დაამზადეს სანთლები და სხვადასხვა ნივთები.
     ლია ნონიაშვილის თემაა " ლოცვა და შელოცვა". თემა ძალიან დამაინტრიგებელი და უაღრესად საინტერესოა. გაიმართა დისკუსია მოსწავლეთა შორის.
    ნათია თათულაშვილმა წარმოადგინა თემა " საოცარი ცვლილებები" ქალბატონმა ნათიამ  ისაუბრა თავისი თემის ირგვლივ და სახელი  საოცარი ცვლილებები ნამდვილად შეესაბამება მის საკვლევ თემას.
    ნანა მამუკაშვილმა  წარმოადგინა თემა " პირამიდები" თემა ეხება უძველეს და ამოუცნობ ნაგებობებს და კარგად დააკავშირა ისინი გეომეტრიასთან.
      ეკა რუხაძის თემაა " განათლება დასავლეთის ქვეყნებში" საინტერესო კვლევაა . დადგენილია სხვა ქვეყნებში  სწავლების გზები, სწავლების ხერხები ეგვიპტეში.
    დარეჯან ტატუაშვილის თემა იყო " წილადები"  ბავშვებს უჭირთ წილადები და მათზე მოქმედებები , ამიტომ საჭიროა უფრო მეტი პრაქტიკული ამოცანების ამოხსნა.
   ტრენინგი დამთავრდა.


             

понедельник, 6 апреля 2015 г.

დღე მერვე

დღეს ტრენინგზე გეგმები ბოლომდე შევავსეთ, გავიმეორეთ მთელი მასალა, ონლაინ გამოკითხვისთვის შვქმენით კითხვარი გუგლ ფორმებით დავდეთ ბლოგზე, გადავხედოთ პორტფოლიოს და ჩავასწორეთ მართალია ძალიან დავიღალეთ მაგრამ ბევრი ახალი რამ ვისწავლეთ.









მეშვიდე დღე

დღე მეშვიდე

  დღეს გავიზსენეთ წინა ტრენინგის მასალა და ბლოგზე გვერდები დავამატეთ. პორტფოლიო გამოვაქვეყნეთ და დავდეთ ბლოგზე. შევქმენითსაქარალდეები დრაივზე და გამოვაქვენეთ ბლოგზე. გავეცანით გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას და შევქმენით თვითშეფასების ფორმები. გავეცანი მე-6 მოდულში მოსწავლეთა მხარდაჭერის რესურსებს და შევქმენით პრეზენტაციის შაბლონი. ვისაუბრეთ პროცედურებზე.